ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით პიკასოს 118 წლის წინათ შექნილი „შიშველი ქალი“ ხელახლა გაიმეორეს

ამ დღეებში ლონდონის Morf Gallery-აში შეკრებილი საზოგადოება ღირსსახსოვარი სახილველის მოწმედ იქცა. 118 წლის განმავლობაში საღებავის ქვეშ დამალულმა პიკასოს „ჩაცუცქულმა შიშველმა ქალმა” დამოუკიდებელი სოცოცხლე შეიძინა.
ლონდონის კოლიჯ უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რენტგენის, ხელოვნური ინტელექტისა და 3D ბეჭდვის კომბინაციით გამოყენებით, შექმნეს პიკასოს ორიგინალთან მაქსიმალურად მიმსგავსებული ფერტილო.
2010 წლამდე ორიგინალი დაკარგულად მიაჩნდათ, სანამ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში პიკასოს განთქმული სურათის „ბრმა კაცის ტრაპეზის” ქვეშ რენტგენის დასხივებით არ აღმოაჩინეს იგი.
ორივე სურათი 1903 წელს შექმნა პიკასომ. იმხანად ის ღარიბი მხატვარი იყო და სამხატვრო მასალების შეძენა უჭირდა, სწორედ ხელმოკლეობის გამო გადაღება მან „ჩაცუცქული ქალი” და მასზე „ბრმა კაცის ტრაპეზი” შეასრულა.
ლონდონელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს ორიგინალური ალგორითმი, რომლის მეშვეობით მოხდა პიკასოს ლურჯი პერიოდის (1901-1904 წლები) სხვა ნამუშევრების გულდასმით კვლევა. ფენების, მონასმების, ტექსტურისა და ფაქტურის შესწავლა. რომლის შედეგადაც მოხდა პიკასოს სტილთან მაქსიმალური დაახლოება.
ისე რომ, პიკასოს უკიდეგანო და უზღვავი შემოქმედება კიდევ ერთი ნამუშევრით შეივსო. გენიალური ესპანელი მხატვარი რომ მოსწრებოდა ამ ფაქტს, ალბათ კმაყოფილი დარჩებოდა ლონდონელი ექსპერტების ამ შედეგით. რადგან სულ ახლის ძიებაში იყო, საკუთარ პრაქტიკაში დღენიადაგ მიმართავდა ექსპერიმენტებს და ტექნოლოგიური სიახლეების მიმართაც მუდამ დიდ ინტერესს ავლენდა.

                                                                     გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები