მათიკაშვილი – არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე: ჩვენ მოგვისმენია ამ ადამიანის გამონათქვამები და, პოლიტიკური შეფასებით, ეს ყველაფერი სცილდება ზღვარს, რაც არის სასულიერო პირისთვის დადგენილი
“ჩვენ მოგვისმენია ამ ადამიანის გამონათქვამები და, პოლიტიკური შეფასებით, ეს ყველაფერი სცილდება ზღვარს, რაც არის სასულიერო პირისთვის დადგენილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს და ეპარქიის კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის გამოცხადებას ეხმაურება.
„ეს გახლავთ საპატრიარქოს წიაღში არსებული საქმე, თუმცა, ჩვენ მოგვისმენია ამ ადამიანის გამონათქვამები და პოლიტიკური შეფასებით ეს ყველაფერი სცილდება იმ ზღვარს, რაც არის სასულიერო პირისთვის დადგენილი. ჩვენ დაველოდებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი – ანდრია ჯაღმაიძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეპარქიის კომისიაზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.