იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროში საქართველოს მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

ამ ჯგუფში შედიან იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები – მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე.

ამასთან, შეხვედრას ესწრებიან ექიმები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობენ.

კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა, რომ მათ გასცეს რეკომენდაცია პროფილაქტიკის მიზნით სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.

ცნობისათვის, დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექიმები შევიდნენ. მიხეილ სააკაშვილი მე-19 დღეა შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები