კახა კუჭავა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინა პირიზს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ალიანსს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ნატოსთვის საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება.

“საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და რეფორმების ბოლომდე მიყვანის მნიშვნელობას სწრაფი დასავლური ინტეგრაციისთვის. განიხილეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს როლი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრი თინათინ ბოკუჩავა და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ნფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები