გოგა გულორდავა: წალენჯიხაში მეორე ტურისთვის სხვა განწყობებია, ვემზადებით გარდაუვალი გამარჯვებისთვის

“პირველი ტურის ანალიზის შემდგომ, ჩვენ შევუდექით მეორე ტურისთვის მზადებას და საარჩევნო კამპანიასაც”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა წალენჯიხაში, გოგა გულორდავამ განაცხადა.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი არჩევნების პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან 207 ხმით მარცხს გიორგი გახარიას „ქართულ ოცნებისგან“ გამიჯვნას უკავშირებს.

„ამან გამოიწვია ელექტორატში გარკვეული ცვლილებები „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ მომხრეებს შორის ხმები გაიყო. თუ წინა წლების და არჩევნების სტატისტიკას გადავხედავთ, ზუსტად ეს სხვაობა ფიქსირდება. ოპონენტებს სურთ, სხვა სურათი დახატონ მოსახლეობისთვის, თუმცა, მათ მიიღეს ის შედეგი და იმ ელექტორატის მხარდაჭერა, რაც წინა წლებში ჰქონდათ. მათ მხარდამჭერების მობილიზება შეძლეს პირველი ტურისთვის, თუმცა, მეორე ტურში სხვა განწყობებია და 30 ოქტომბერს გარდაუვალი გამარჯვებისთვის ვემზადებით“, – განაცხადა გულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები