პრემიერი და “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოზურგეთში მერობის კანდიდატს, ავთანდილ თალაკვაძესა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე ოზურგეთში მერობის კანდიდატს, ავთანდილ თალაკვაძესა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი – დიმიტრი სამხარაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი – ვასილ ჩიგოგიძე, უმრავლესობის წევრი – ნინო წილოსანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში – გიორგი ურუშაძე.

ოზურგეთის გარდა, დღეს შეხვედრები გაიმართა ბათუმსა და ხელვაჩაურში.
რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები