არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნების“ ფუნდამენტურმა რეფორმებმა ოპოზიციას შესაძლებლობა მისცა, არჩევნებზე კონკურენტული ყოფილიყო

“მეორე ტურშიც დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ და მეორე დღიდანვე შევუდგებით ოზურგეთში იმ პროგრამისᲐ და ახალი ინიციატივების განხორციელებას, რომლებსაც საზოგადოებას ვპირდებოდით”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გურიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური იმ დემოკრატიის ნაწილია, რომელიც „ქართული ოცნების” რეფორმების შედეგად საქართველოშია.

„მეორე ტური გახლავთ დემოკრატიის ნაწილი და ეს ყველაფერი, რასაც დღეს უყურებთ – პოლიტიკური კონკურენცია, შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები, რამაც ოპოზიციას მისცა საშუალება, რომ მრავალფეროვანი და კონკურენტული ყოფილიყო სხვადასხვა არჩევნებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები