კახა კუჭავა: მართებულია, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით შესვლის გამო 2 000-ლარიანი ჯარიმა გადავიხადო და თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო

“მართებულად მიმაჩნია, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლის გამო 2 000-ლარიანი ჯარიმა გადავიხადო და თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

,,მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა ,,სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო“, – აცხადებს კახა კუჭავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები