სამართალდამცველებმა ბათუმის ვიცემერის ბინიდან, სხვა ნივთებთან ერთად, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს

ბათუმში ყოფილი ვიცემერის, ზურა ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი დასრულდა. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებებს ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ხვიჩა ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციას ვერ გავაჟღერებთ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – განაცხადა ხვიჩა ქადაგიძემ.

გამოძიება, სავარაუდოდ, თბილისში დღეს გამთენიისას მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას ზურა ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს, მას სამართლებრივი დავა ჰქონდა არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. შატალოვა შვილის დაბრუნებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები