ნათია თურნავა: მომავალ წელს ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მომავალ წელს ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება.

მისივე თქმით, ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, რაც დადებითი ტენდენციაა.

„საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორიᲐ ნავთობის ფასის მომატება საგარეო ბაზრებზე. თუმცა, მოგეხსენებათ, პარალელურად, კარგი განვითარება არის ის, რომ ჩვენ ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის მყარი და ის ანეიტრალებს ამ ტენდენციას. ზოგადად, ინფლაცია არის პრობლემა, მაღალი ინფლაცია პოსტკოვიდ ვითარებაში ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა. წინა თვეში სტატისტიკურად პირველად გვქონდა კლების ნიშანი. მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება და ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება”, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები