ირანის სატვირთო გემებს მეკობრეები თავს დაესხნენ
ირანის საზღვაო ძალების ადმირალის განცხადებით, არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკის კონტინენტს შორის მდებარე ადენის ყურეში ირანის სატვირთო გემებს მეკობრეები ხუთი გემით თავს დაესხნენ.
როგორც ირანული მედია საზღვაო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება, თავდასხმა ირანის 78-ე ფლოტის გამანადგურებლის, „ალბორიზის“ მხრიდან გახსნილი ცეცხლით მოიგერიეს, რომელიც სატვირთო გემებს აცილებდა.
78-ე ფლოტის გამანადგურებელი „ალბორიზი“, ირანის საზღვაო მარშრუტების დაცვის მიზნით, ცოტა ხნის წინ განთავსდა საერთაშორისო წყლებში. საზღვაო ძალების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში გამანადგურებელმა მეკობრეების რამდენიმე თავდასხმა აღკვეთა როგორც ირანის, ისე – სხვა ქვეყნის გემებზე.