გერმანიაში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

გერმანიაში, ბადენ–ვურთენბერგის პროვინციაში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა.
dpa–ის ინფორმაციით, ოთხადგილიანმა ვერტმფრენმა კატასტროფა ქალაქ ბუხენის ტყის მასივში განიცადა. ბორტზე მყოფი სამივე პირი დაღუპულია: ორი მგზავრი და პილოტი.

მომხდარის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები