ბელორუსიდან საფრანგეთის ელჩი გააძევეს

ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, 17 ოქტომბერს ქვეყანა საფრანგეთის ელჩმა, ნიკოლა დე ლაკოსტმა დატოვა.

ამასთან, ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ბელორუსის საგარეო უწყების ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

AFP წერს, რომ ელჩი თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა და ბელორუსი ხალხისადმი მიმართვა ჩაწერა, რომელიც საელჩოს საიტზე დღეს განთავსდება.

დე ლაკოსტი ბელორუსში ელჩად 2020 წელს დაინიშნა, თუმცა, ამ დრომდე არ შეხვედრია ალექსანდრე ლუკაშენკოს რწმუნებათა სიგელების გადასაცემად.

აღსანიშნავია, რომ, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთს ბელორუსის 2020 წლის პრეზიდენტის არჩევნების შედეგი არ აქვს აღიარებული, რომლის მიხედვით გამარჯვება ლუკაშენკოს აქვს მოპოვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები