ტერაქტი ბრიტანეთში – დეპუტატი დევიდ ემესი მაღალჩინოსნის შვილმა მოკლა

ბრიტანეთმა ოფიციალურად გამოაცხადა პარლამენტის დეპუტატის, სერ დევიდ ემესის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახელი. დაკავებულის სახელია – ალი ჰარბი ალი. 25 წლის ახალგაზრდა წარმოშობით სომალიდანაა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, „BBC“-ის რუსული უწყება ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მას რამდენიმე წლის წინ შესთავაზა გაევლო პროგრამა Prevent, რომელიც მიმართულია მოქალაქეების ექსტრიმიზმთან და რადიკალიზმთან ბრძოლისკენ.

ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და მისგან თავის არიდება დანაშაული არაა. ამასთანავე გაზეთმა „Times“ გაარკვია, რომ ალი ჰარბი ალი სომალის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის, ჰარბი ალი კულანის შვილია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. მამამ განაცხადა, რომ შოკირებულია და შვილისგან ასეთ საქციელს არ ელოდა.

„მე ძალიან ტრავმირებული ვარ. ეს სულაც არაა ის რასაც ველოდი ან რაზეც ვოცნებობდი“,- განაცხადა ჰარბი ალი კულანმა ბრიტანულ გაზეთთან.

შეგახსნებთ, რომ 15 ოქტომბერს ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის 69 წლის დეპუტატი, დევიდ ემესი, ეკლესიაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას რამდენჯერმე დანით დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები