ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ყარაბაღში პირველ ტვირთს ჩაიტანენ

TURKUAZ პროექტის ფარგლებში, “აზერბაიჯანის რკინიგზის” შვილობილი კომპანია ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით აღმოსავლეთ–ზანგეზურის ეკონომიკურ ზონაში საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მატარებლით ხორბალი იგზავნება.

პირველი შემადგენლობა თურქეთიდან დაიძრა, აზერბაიჯანში დანიშნულების ადგილამდე ჩავა, საიდანაც ტვირთს უკვე მანქანებით ზანგილანისა და გუბადლინის რაიონებში მიიტანენ.

TURKUAZ – ახალი ლოგისტიკური პროექტია, შემუშავებული ADY Container–ის მიერ, თურქული Pasifik Eurasia Logistics–სა და ქართულ GR Logistics and Terminals–თან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები