ელისო ბოლქვაძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, რუბენ სადოიანს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რუბენ სადოიანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო კომიტეტების დაახლოების საკითხსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე სომხური დიასპორის კულტურული ინტეგრაციის შესახებ ვიმსჯელეთ, ასევე, ქართული და სომხური კულტურის დღეების მოწყობის იდეა დავსახეთ”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები