გიორგი კახიანი: კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველასთვის ერთი
ევროპარლამენტარების წერილს, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა სამართლიან სასამართლო პროცესამდე უნდა შეწყდეს, “ქართულ ოცნებაში” ეხმაურებიან.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომელთაც სააკაშვილის მიმართ სიმპათიები აქვთ.
“არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც სიმპათიებს ამჟღავნებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ თავიანთი აზრი, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით. კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველასთვის ერთი”, – აცხადებს გიორგი კახიანი.