სუბარი – ევროპარლამენტარების წერილზე: ჩვენ ქვეყანას ვმართავთ კონსტიტუციით, კანონმდებლობით და არა – სააკაშვილის ლობისტების მოთხოვნებით
“ჩვენ ქვეყანას ვმართავთ კონსტიტუციით, კანონმდებლობით და არა – სააკაშვილის ლობისტების მოთხოვნებით, აქ ესმება ამას წერტილი”, – ასე გამოეხმარა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოზარ სუბარი ევროპარლამენტარების წერილს, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე.
„ჩვენ ქვეყანას ვმართავთ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით და არა – სააკაშვილის ლობისტების ინტერესებითა და მოთხოვნებით. წერტილი ამას აქ ესმება. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გულშემატკივარი ნებისმიერი ადამიანის პოზიცია, მაგრამ როდესაც მათი პოზიცია სცდება საქართველოს გულშემატკივრობას და გადის კონკრეტული პირების პოზიციაზე, მათი პოზიციები აღარ არის საინტერესო. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს გულშემატკივრები იქნებოდნენ, ვერავის აზრს ვერ დავაყენებთ საქართველოს კონსტიტუციაზე, კანონზე და სამართალზე მაღლა.
სამართალი უნდა აღსრულდეს და აღსრულდება კიდეც. მთავარი დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, სააკაშვილი და არაერთი სხვა. მერაბიშვილმა უკვე მოიხადა და მეგის ქარდავაც ახლახან ჩამოვიყვანეთ, არიან ციხეში. კიდევ რამდენიმეა აუცილებლად ჩამოსაყვანი, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი. ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ევროპარლამენტარები, ანა ფოტიგას ინიციატივით, წერილს ამზადებენ, რომლის პირველად ვერსიაც უკვე გავრცელდა. წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილმა საპატიმრო უნდა დატოვოს.