“სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს, სანამ მას არ ექნება საშუალება, წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე” – ევროპარლამენტარების წერილი
“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მას არ ექნება საშუალება, წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე,” – ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელზეც ევროპარლამენტარები მუშაობენ.
დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე გავრცელდა. მისი ინიციატორი პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგაა.
“უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი,” – ნათქვამია წერილში.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ ერთობლივი განცხადება ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლების ხელმოწერით მალე გასაჯაროვდება.