უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო: საქართველოში ხალხს ცვლილებების არ სჯერა, მაგრამ მომავალი შესაძლებელია მხოლოდ ციხიდან მიშას გათავისუფლების შემდეგ

უკრაინას რადას დეპუტატი, ლიზა იასკო აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში მყოფი, მიხეილ სააკაშვილი მორალურად მხნედ არის და მოუწოდებს ხალხს, არ დანებდნენ და იბრძოლონ.

ამის შესახებ იასკომ Currenttime-ის ეთერში თქვა.

“ის მორალურად კარგადაა და მოუწოდებს ხალხს, არ დანებდნენ, იბრძოლონ, დაიჯერონ. რადგან, სამწუხაროდ, ამის დადასტურება შემიძლია, ხალხში ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, მათ ცვლილებების არ სჯერათ და ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა, ხალხში დიდი იმედს იწვევს. ხალხს სურს მომავლის დანახვა. მაგრამ მომავალი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მიხეილი გათავისუფლდება ციხიდან და ქვეყანაში ცვლილება მოხდება”, – თქვა უკრაინის რადას დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები