თამაზ გაიაშვილი: სააკაშვილმა 50 წლის ზემოთ სპეციალისტები გაათავისუფლა სამსახურიდან, ამით უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას (ვიდეო)

“სააკაშვილის კიდევ ერთი შეცდომა იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლილთანავე გააკეთა, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს თანამდებობაზე არ უნდა ემუშავათ”, – ამის შესახებ Georgia Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა თამაზ გაიაშვილმა გადაცემაში – „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის შემდეგ, ექსპრეზიდენტს მორალური უფლება არ აქვს, ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზია ჰქონდეს, რადგან ახლა თავადაც 50 წელს ზემოთ ასაკისაა.

“სახელმწიფო სამსახურებიდან დაითხოვეს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, სპეციალისტები. ამით დიდი ზიანი მიადგა სახელმწიფოს და იმ ოჯახებს, რომელთა წევრებიც დაითხოვეს სამსახურებიდან. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ამ ოჯახებისთვის. დღეს სააკაშვილს რა მორალური უფლება აქვს, მგონი, 54-55 წლის არის და რატომ მოდის ხელისუფლებაში?! ხომ ამბობდა, რომ 50 წელს ზემოთ არ უნდა იყოს ადამიანი თანამდებობაზე”, – აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები