შემოსავლების სამსახურში სტრატეგიული დანიშნულების საქონლისთვის ელექტრონული ლიცენზირების სისტემის გადმოცემის ცერემონია გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სტრატეგიული დანიშნულების საქონლისთვის ელექტრონული ლიცენზირების სისტემის გადმოცემის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მხარდაჭერით, პარტნიორი კომპანიის – Spin TEK AS მიერ, 2021 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში, აქტიურად მიმდინარეობდა სტრატეგიული დანიშნულების საქონლისთვის ელექტრონული ლიცენზირების სისტემის – STRATLINK დანერგვის შესახებ სწავლება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.