ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიას 4868 გამარჯვებული ჰყავს, ჯამურად, 760 ათასი ლარი გათამაშდა
ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიას გათამაშების დაწყების დღიდან 4868 გამარჯვებული ჰყავს, მოგებამ კი 760 ათასი ლარი შეადგინა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ლატარიის კომპანია” ავრცელებს.
„აიცერი და მოიგე“ – StopCovid ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის 13 სექტემბრიდან დაიწყო. ყოველდღე თამაშდება 100 და 500-ლარიანი მოგება, ყოველკვირეულად კი 1000-დან 10 000 ლარამდე თამაშდება. რაც შეეხება შემაჯამებელ გათამაშებას, რომელიც 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.