ირაკლი ზარქუა: როცა შალვას ფანჩატურში დაჯდები “ნაცმოძრაობასთან”, მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონს და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ 14 ოქტომბერს დაანონსებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ოპოზიცია აქციას არ უერთდება, სწორი გადაწყვეტილებაა.

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონსა და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება, გამოხატოს თავის პროტესტი, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას. რამდენადაც ვიცი, მარტო დარჩნენ უკვე და სწორია, რომ ოპოზიცია გაემიჯნა, მიხვდნენ – რომ არ შეიძლება, აითქვიფო, ყველას ჰყავს თავის მხარდამჭერები. როცა შალვას ფანჩატურში დაჯდები “ნაცმოძრაობასთან” მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს, ამიტომ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეს იქნება მაგალითი ყველა პარტიისთვის, რომ შენ შენი ნიშა არ უნდა დაკარგო”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები