ჯანმო-ს საკონსულტაციო საბჭო ბუსტერ დოზების აუცილებლობას განიხილავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკონსულტაციო საბჭო დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბუსტერ დოზების აუცილებლობას განიხილავს.
ამის შესახებ ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეით ო’ბრაიენმა განაცხადა.
“ჩვენი საკონსულტაციო საბჭო შეხვედრას გამართავს და ბუსტერ დოზების საკითხს განიხილავს დღეს”, – თქვა მან ბრიფინგზე.