რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასულიერო პირები სამმხრივ შეხვედრას გამართავენ

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასულიერო პირები ერთმანეთს მოსკოვში, 13 ოქტომბერს შეხვდებიან.

შეხვედრა რუსული მხარის ინიციატივით ტარდება.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის კათოლიკოსი, გარეგინ II მოსკოვში დღეს გაემგზვარა, სადაც რუსეთის პატრიარქს, კირილეს შეხვდება.

თუმცა, მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მოსკოვში ასევე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს უფროსი, ალახშუქურ პაშაზადეც ჩადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები