“Sputnik V-ის ვაქცინის ტიპი 2012 წელს შევქმენით” – რუსეთში The Sun-ის სტატიას პასუხობენ და ჟურნალისტების ფსიქიკურ შემოწმებას ითხოვენ
მოსკოვში, ბრიტანული გაზეთის – The Sun-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურნენ, სადაც ნათქვამია, რომ “სპუტნიკ V”-ის შემქმნელებმა AstraZeneca-ს ვაქცინის ფორმულა მოიპარეს. გაზეთი ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
კრემლში The Sun-ი “არამეცნიერულ გაზეთად” შეფასასეს.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, “გაზეთი Sun არის ძალიან ცნობილი ღრმად არამეცნიერული გაზეთი. ისე, ალბათ, ჩვენც ასე ვეპყრობით ამ პუბლიკაციებს”, – თქვა პესკოვმა.
“როსპოტრებნადზორის” ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად რუსეთის დუმის დეპუტატის, გენადი ონიშჩენკოს თქმით კი, Sun,-ის ჟურნალისტები ფსიქიკაზეა შესამოწმებელი, ხოლო MI6-ის თანამშრომლები სამსახურებიდან პროფესიული უნარებისს დაკარგვისთვის არის გასათავისუფლებელი.
მისი თქმით, Sputnik-ის ვაქცინის მსგავსი ჯერ კიდევ 2012 წელს იყო შექმნილი.
“მე ვთავაზობ გაზეთ “სან”-ის ჟურნალისტების ფსიქოლოგიურ შემოწმებას, ხოლო MI6-ის თანამშრომლები სამსახურიდან პროფესიული უნარების დაკარგვისთვის არის გასათავისუფლებელი. ამ ტიპის ვაქცინის მაკეტი ჯერ კიდევ 2012 წელს შემუშავდა, როდესაც ჩვენთან MERS-ი გავრცელდა – ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი. ეს არის ე.წ. ვექტორული ვაქცინების ტიპი”, – თქვა ონიშჩენკომ.
მისი თქმით, შემუშავებული ვაქცინების ტიპი ცდებამდე არ იყო მიყვანილი, რადგან ამის აუცილებლობა არ ყოფილა.