ირაკლი ქადაგიშვილი: შეიძლება, ადამიანების გარკვეული რაოდენობა შეკრიბო, მაგრამ ამას არც სააკაშვილის ბედზე და არც არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენა არ ექნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 14 ოქტომბერს დააანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აქცია რაიმე გავლენას სააკაშვილის ბედსა და არჩევნებზე ვერ იქონიებს.
“აქციაზე ადამიანების თავმოყრა შეიძლება, უზრუნველყო, მაგრამ მისი შინაარსობრივი დატვირთვა არააქტუალურია. ყველას კარგად ესმის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსაც, რომ ის დღის წესრიგი რაც სააკაშვილის გარშემოა შექმნილი, არის სააკაშვილის და იმ ადამიანების შექმნილი, ვინც ის მოტყუებით შემოიყვანა აქ და ამ მდგომარეობაში ჩააგდო. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ადამიანების გარკვეული რაოდენობა შეკრიბო, მაგრამ ამას არც სააკაშვილის ბედზე და არც არჩევნების მიმდინარეობაზე არ ექნება გავლენა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.