ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოასვენეს – სავარაუდოდ, ის ტრაგედიის ბოლო მსხვერპლია
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოასვენეს. ესაა მერვე ცხედარი, რომელიც სამძებრო სამუშაოებისას იპოვეს.
დილით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ნანგრევებში სამი ადამიანის ძებნა გრძელდებოდა.
ცოტა ხნის წინ მაშველებმა ორი ადამიანის – დედისა და მისი მოზარდი შვილის ცხედრები იპოვეს.