პრეზიდენტის თხოვნით, სვეტიცხოველში დღეს საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის შეკვეთილი წირვა აღევლინება
დღეს 2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის შეკვეთილი წირვა აღევლინება.
“ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების საოხად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ბათუმის ტრაგედიის გამო, ქვეყანაში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.