თორნიკე რიჟვაძის თქმით, ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრები ადამიანები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით და სხვა საჭირო საშუალებებით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.

მისივე განმარტებით, როგორც კი მაშველები დაასრულებენ სამუშაოებს, ადგილზე მობილიზებული კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან ირგვლივ მდებარე ყველა შენობის მდგრადობას, თუ რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება.

„მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია. ჩვენი ინფორმაციით, ვეძებთ 3 ადამიანს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი.
როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა მყისიერი რეაგირება, დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების მიმართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები