თორნიკე რიჟვაძე: სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ ნანგრევებიდან ყველა ადამიანს არ ამოვიყვანთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ნანგრევებიდან ყველა ადამიანს არ ამოიყვანენ.

„უკვე ათ საათზე მეტია, ინტენსიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა შეძლეს ორი ადამიანის ამოყვანა. ისინი იმყოფებიან სამედიცინო დაწესებულებებში და ველოდებით ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ ნანგრევებიდან ყველა ადამიანს არ ამოვიყვანთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, კორპუსში მცხოვრები ადამიანები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები და როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები