ექიმის ინფორმაციით, ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ექიმის ინფორმაციით, ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს დამატებით სამედიცინო კვლევები უტარდება.

„22:55 საათზე კლინიკაში შემოყვანილი იყო 37 წლის მამაკაცი, რომელიც ამოყვანილია ნანგრევებიდან. შემოსვლის დროს მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. პაციენტი იყო გონზე.

აღენიშნება სხეულის ზოგადი დაჟეჟილობები, გულმკერდის დახურული ტრამვა, მარცხენა კოჭ-წვივის დაზიანება, ღია მოტეხილობა. პაციენტს უტარდება დამატებითი კვლევები და დანარჩენს მოგახსენებთ, როგორც კი დასრულდება კვლევა“, – განაცხადა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები