შს მინისტრი – ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, 100 პროცენტით ვერ გიდასტურებთ

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში ერთი ცხედარია ნაპოვნი.

მისივე თქმით, ინფორმაცია ზუსტდება.

“როგორც მე მომახსენეს მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, 100 პროცენტით ვერ გიდასტურებთ. სავარაუდოდ ადამიანის ცხედარია. მუშაობენ, რომ აწიონ სინკარები და ნახონ, სავარაუდოდ გარდაცვლილი უნდა იყოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ ნანგრევებში ორი ან სამი ბავშვია.

“როგორც მეზობლები გვეუბნებიან, 2 ან 3 ბავშვია, ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს”, – აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები