მაშველებმა, ბათუმში, ნანგრევებიდან ამჯერად მამაკაცი ამოიყვანეს 

მაშველებმა ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გადარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცი კონტაქტურია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. დაახლოებით 10 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები