მოსკოვთან 44 წლის ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი” დააკავეს

მოსკოვთან ახლოს 44 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ სვანიძე, იგივე გურამ “ტბილისკი” დააკავეს.

მედია წერს, რომ გურამ “ტბილისკის” დაკავება პოლიციას გაუჭირდა, მას დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. დაკავების დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა კითხვაზე, თუ რა სტატუსით სარგებლობს, გურამ ტბილისკიმ თქვა რომ “ქურდია”.

არსებული ინფორმაციით, სვანიძე ძველი თაობის ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდის, ალექსანდრე მდივანის შვილიშვილია, მეტსახელად “გურამი”, რომლის საპატივცემულოდაც დაარქვეს სახელი.

როგორც მედია წერს, სვანიძეს გუშინვე ძალოვნებმა უთხრეს, რომ მისი ყოფნა რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველია, რის შემდეგაც გურამ “ტბილისკიმ” ქვეყანა მალევე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები