“მაშველები და ძალოვანი სტრუქტურები თავდაუზოგავად მუშაობენ” – რას წერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველი დეპუტატი

“ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს ეხმაურება.

კორპუსი ბათუმში დღეს დილით ჩამოინგრა და დავით ზილფიმიანი ფაქტს შემთხვევის ადგილზე შეესწრო.

“დილიდან ვესწრები ამ საუბედურო ფაქტს და მხოლოდ იმის კონსტატაცია შეიძლება, რომ  მაშველები და ძალოვანი სტრუქტურები თავდაუზოგავად  მუშაობენ, მოქალაქეების გადასარჩენად. არავითარი აფეთქება ან მიმდინარე მექანიკური ზეგავლენით სამუშაო არ ხორციელდებოდა.

წლების მანძილზე ვეწეოდი სეისმურ საქმიანობას და ჩემი აზრით, ეს არის გამოვლენა კონსტრუქციის დაღლილობისა, რაც ათწლეულზე მეტი წლის წინ, დამატებითი სართულების უსაფუძვლო ნებართვებით დაშენებამ განაპირობა – ჩამონგრევა.

ისეთ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თითქოს ამ ხელისუფლების დროს მოხდა დაშენება და ამან გამოიწვია ნგრევა. ახლა, როცა ხალხია გადასარჩენი, ოპოზიციის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სამარცხვინოა. იმის მაგივრად, რომ ახლა გვერდით დაუდგნენ და გაამხნევონ ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. სამარცხვინოა და ამაზრზენი, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური სეგმენტი და სუბიექტი ამ უბედურების ფონზე ქადაგებს“, – აცხადებს დეპუტატი დავით ზილფიმიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები