“ვაფასებ შენს მამობრივ ბრძოლას, მაგრამ იცი, რომ სანახევროდ არასოდეს არაფერს ვაკეთებ” – მიხეილ სააკაშვილი მამას პასუხობს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს, რომელმაც შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, წერილობით პასუხობს.
მიხეილ სააკაშვილის წერილი მედიას “მთავარი არხის” დირექტორმა და სააკაშვილის ინტერესების დამცველმა, ნიკა გვარამიამ გააცნო, რომელმაც ექსპრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მოინახულა.
“ძვირფასო ნიკა, ბავშვობიდან ჩემთვის არა მხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი ექიმიც იყავი. სამწუხაროდ, შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა.
ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა. ვაფასებ შენს მამობრივ ბრძოლას, მაგრამ იცი, რომ სანახევროდ არასოდეს არაფერს ვაკეთებ. შენი მიშა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.