“სააკაშვილმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა და ძალიან ბევრია ისეთი, რისთვისაც მისთვის სამართლებრივი პასუხი არ მოუთხოვიათ” – გიორგი ვოლსკი
“მიხეილ სააკაშვილმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა და ძალიან ბევრია ისეთი დანაშაული, რისთვისაც მისთვის სამართლებრივი პასუხი არ მოუთხოვიათ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში სადისტური მმართველობა იყო.
“საკმაოდ მძიმე და მასშტაბურია დანაშაულები, რაც საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა. ამ დანაშაულთა უმცირესი ნაწილი არის განხილული. ეს არის ფაქტი, რასაც ვერ გავექცევით, თუმცა, ამ დანაშაულებს სხვა რაკურსით იხილავენ, როცა ამბობენ, რომ სადისტური მმართველობა ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად იყო საჭირო. მიხეილ სააკაშვილმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა და ძალიან ბევრია ისეთი დანაშაული, რისთვისაც მისთვის სამართლებრივი პასუხი არ მოუთხოვიათ. სააკაშვილს ჩადენილი დანაშაულები არანაირად არ მოეხსნებოდა, მაგრამ შეეძლო, საზღვარგარეთ ეცხოვრა ისე, რომ ციხეში არ მომხდარიყო”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.