თაკო ჩარკვიანი: 10 ოქტომბერს რუსთაველზე მასშტაბურ აქციას გავმართავთ
“თბილისში, რუსთაველის გამზირზე 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი
აქცია გაიმართება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა.
“სახალხო მოძრაობა” ვაანონსებთ მრავალათასიან გამაფრთხილებელ აქციას სავარაუდო გაყალბების და ვადამდელი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ეს ყველაფერი ერთად არის სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც გაუკეთეს პუტინს, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს ადამიანი შიმშილობს, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
იმისთვის, რომ არ მოხდეს გაყალბება, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი რუსთაველი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ”, – თქვა ჩარკვიანმა.