მარინა კალიურანდი: საქართველოს, ქართველი ხალხისა და პოლიტიკური ლიდერების ხელშია, თუ როგორ ჩაივლის მეორე ტური

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს იმედი აქვს, რომ მეორე ტურის სამზადისი და კამპანია მშვიდი იქნება. ევროპელმა დეპუტატმა „ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ შეაფასა ორი ოქტომბრის არჩევნები და თქვა, რომ არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული და კარგად მართული.

მარინა კალიურანდი ოპოზიციას პარლამენტში მუშაობისკენ მოუწოდებს. ასევე, ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა პარტიულზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ. კიდევ ერთი მოწოდების მიხედვით, მეორე ტურისთვის ყურადღება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე უნდა გამახვილდეს.

„იმედი მაქვს, პოლარიზება დაიწყებს შემცირებას და კამპანიების დროს მეტი ყურადღება გამახვილდება რეალურ, ადგილობრივ არჩევენებთან დაკავშირებულ საკითხებზე და არა – ფილოსოფიურ საკითხებზე, რომელიც პირველი რაუნიდისას წამოჭრა. ყველაფერი საქართველოს, ქართველი ხალხის და პოლიტიკური ლიდერების ხელშია, მათ ხელშია, თუ როგორ ჩაივლის მეორე ტური. მოვუწოდებ ყველა ქართული პოლიტიკური პარტიის ლიდერს, საკუთარი პარტიის ინტერესები დააყენონ სახელმწიფო ინტერესებზე დაბლა, დაიწყონ თანამშრომლობა პარლამენტში, რადგან ჩვენ გვჭირდა მუშა პარლამენტი, რომელიც იმუშავებს ოპოზიციასთან ერთად. პარლამენტში საჭიროა ოპოზიციის ხმა – ეს ერთადერთი გზაა დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპაში დემოკრატიული ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა კალიურანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები