“ევროპული საქართველო” სააკაშვილთან დაკავშირებულ, ენმ-ის აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია “ევროპული საქართველო” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, პარტია იზიარებს ენმ-ის სულისკვეთებას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და ხლეისუფლების მძევალი, თუმცა, აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ევროპული საქართველოს“ პოზიციით მკაფიოდ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი. შესაბამისად, ჩვენ ვართ სოლიდარულები და ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება აქციებს, ეს არის უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საკითხს და აქციებზე იქნებიან მათი მხარდამჭერები, შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ აქციებზე მონაწილეობას არ იღებს და არც ორგანიზებაში ვმონაწილეობთ. ჩვენ ვართ ცალკე პარტია, მაგრამ სრულად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და მძევალი ამ ხელისუფლების“, – განაცხადა ნონიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები