ადვოკატი: შიმშილობის გამო სააკაშვილმა უკვე 12 კილო დაიკლო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო 12 კილო დაიკლო.
„ვიზუალურადაც რომ შეხედავთ, ჩანს, რომ ადამიანს დაკლებული აქვს. დაახლოებით, 12 კილოზე მეტი დაიკლო, როგორც ვიცი. დღითიდღე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას, თუ უკვე გაუარესებული არ არის. მორალურად მხნედ არის“, – განაცხადა ბასილაიამ.