სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან გვჭირდება ჩვენი ყველა პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა
“ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ჩვენი ყველა პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა. ამავე დროს, მათი გამოცდილების გაზიარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონტენეგროს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კუთხით, მონტენეგრო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციისკენ. ამ გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ჩვენი ყველა პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა. ამავე დროს, გამოცდილების გაზიარება. ამ კუთხით მონტენეგრო წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს. 2017 წელს მან შეძლო გაწევრიანება ატლანტიკურ საბჭოში და ჩვენთან შედარებით იგი ამ კუთხით უფრო წინ წასულია. ძალიან საინტერესო იქნება ის გამოცდილება, რომელიც მათ აქვთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.