ანრი ოხანაშვილი: დიალოგი ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირდებიან, ერთი მხრივ, ძალადობასთან და, მეორე მხრივ, ღალატთან, ჩვენთვის არ არის მისაღები

“მმართველი პარტიისთვის საუბარი და დიალოგი ისეთ ადამიანებთან, ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირდებიან, ერთი მხრივ, ძალადობასთან დ, მეორე მხრივ, ღალატთან, ჩვენთვის არ არის მისაღები”,– ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის გიორგი გახარიასა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა მიუღებელია.

„რატომღაც, ზოგ-ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს აქვს განცდა და ამბიცია, რომ აუცილებლად ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, ვისთანაც მმართველი პარტია მოლაპარაკებაში აუცილებლად უნდა შევიდეს. ეს არის ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე. რაც შეეხება გიორგი გახარიას პოზიციას, ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით და ჩვენი სიტყვების ერთგული ვრჩებით, რომ ჩვენთვის მიუღებელია ისეთი პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომლებიც, ერთი მხრივ, ასოცირდებიან ძალადობასთან და, მეორე მხრივ, ღალატთან. ადამიანი, რომელიც საკუთარ გუნდს უღალატებს, რა თქმა უნდა,  მიუღებელია. ზოგადად, ღალატია მიუღებელი ნებისმიერ ასპექტში, ეს იქნება პოლიტიკაში თუ სხვა სფეროში. მმართველი პარტიისთვის საუბარი და დიალოგი ისეთ ადამიანებთან, ე.წ. პოლიტიკოსებთან, რომლებიც ასოცირდებიან ერთის მხრივ, ძალადობასთან და მეორე მხრივ, ღალატთან, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ჩვენთვის არ არის მისაღები ამ ადამიანებთან რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი. პოლიტიკურ დიალოგს და შეთანხმებას გამოვრიცხავთ როგორც ღალატთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე, ძალადობასთან ასოცირებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, დაბალანსებული საკრებულოების შექმნის მიზნით, “ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები