საპატრიარქო: მიქაელ ბოტკოველმა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

საქართველოს საპატრიაქროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც, ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები