რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მივიდა
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომენტარს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
“შევალ, მივინახულებ და როცა გამოვალ, გეტყვით”, – აცხადებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
ამ წუთებში, დეკანოზი რეგისტრაციას გადის იმისთვის, რომ ციხეში შევიდეს.