გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის აქტივობა დასრულებულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის აქტივობა დასრულებულია.
„მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილს მხარს არ უჭერს და ეს დაინახეს ევროპარლამენტარებმა. კალიურანდის განცხადებაც ამის დასტურია. ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის აქტივობა დასრულებულია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.