“ჩააბაროს სააკაშვილმა ნარკოტესტი, ძალიან კარგი იქნება, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს, ნებისმიერ ჩვენგანს არანაირი ტესტის ჩაბარება არ გვიჭირს, ჩავაბარეთ და კიდევ ჩავაბარებთ თუ საჭიროა, მათ შორის, ღარიბაშვილიც”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ან ნარკოდამოკიდებულია, ან ფსიქოტროპულ მედიკამენტზე დამოკიდებული ან არაადეკვატური ფსიქოტიპი.
„მიხეილ სააკაშვილმა თავის თავს თვითონ გაუკეთა დისკრედიტაცია, ის არის ნარკოდამოკიდებული, ფსიქოტროპულზე დამოკიდებული ან არაადეკვატური ფსიქოტიპი, რომელმაც თავი გაუტოლა ჯორჯ ვაშინგტონს, ეს მე არ მომიგონია, თვითონ თქვა, რომ მას მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე დავით აღმაშენებელს, ესეც თვითონ თქვა, რომ რეგიონული ლიდერია, რომ აქვს დამსახურება იმაში, რომ საქართველოს სახელმწიფო დააფუძნა და უფრო მეტიც, საქართველოში კულტურა შემოიტანა, სადაც ულვაშიანი ხალხი დადიოდა და დღეს საქართველო ასე განვითარებულია მის ხელში, ეს მას აქვს ნათქვამი და არა – პრემიერმინისტრს”, – განაცხადა ვოლსკიმ.