გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილზე: ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა საქართველოში

საპრეცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტრუქციული პროცესების განვითარებისთვის დაბრუნდა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მიზანი ქართული მართლმსაჯულებისთვის ჩაბარება რომ ყოფილიყო, ქვეყანაში სხვაგვარად დაბრუნდებოდა.

“სააკაშვილს რომ სურდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და ე.წ. რევოლუციების მოწყობა, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ის არ შემოვიდა ოფიციალურად, მას თუ ჰქონდა განზრახვა, რომ ჩაჯდებოდა ციხეში და მოიხდიდა ვალს, ის ჩვეულებრივად შემოვიდოდა, რამდენიმე მომხრე მაინც დახვდებოდა აეროპორტში და იტყოდა, რომ მე შემოვედი “ვაჟკაცურად”, ჩავბარდი ქართულ მართლმსაჯულებას. მაგრამ მან ეს ვერ გააკეთა და ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში.
აქაც კი ვერ გაბედა და ვერ თქვა, რომ მას სურდა გარკვეული ტიპის დესტრუქცია საქართველოში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები